
მოგესალმებით
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიკალა ფექტორიში
გადააქციე სივრცე ხელოვნებად
აღმოაჩინეთ ჩვენი ექსკლუზიური შპალერების კოლექცია, რომელიც სპეციალურად ჩვენი დიზაინერების მიერ არის შექმნილი.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მედიასა და ულტრათანამედროვე პრინტერებს, რათა უზრუნველვყოთ შეუდარებელი გამოსახულების სიცხადე და განსაკუთრებული გამძლეობა.
შემოიტანეთ ხელოვნება თქვენს სივრცეში, სადაც ხარისხი ფუფუნებას ხვდება.
კვადრატული მეტრის ფასი 50 ლარიდან იწყება.


თითოეული კედელი ახალი ისტორიაა
ინდივიდუალირად ხელით შექმნილი და შემდეგ დაბეჭდილი შპალერები და კედლის მურალები, რომლებიც იწარმოება ჩვენს სახელოსნოში, თბილისში, საქართველოში,
ჩვენ ვქმნით ზედაპირებს საცხოვრებელი სახლებისთვის, სასტუმროებისთვის და ისეთი სივრცეებისთვის, რომლებიც საუკეთესო ვიზუალს იმსახურებენ.
შეარჩე კოლექცია
ჩვენი კოლექციები შედგება შერჩეული ნიმუშებისგან. თითოეული ნამუშევარი წარმოდგენილია რამდენიმე ფერში და ხელმისაწვდომია უამრავ ფერთა ვარიაციაში. მათი მოდიფიცირება შესაძლებელია თქვენი სურვილის მიხედვით.
ფერის ფართო არჩევანი

კობალტი
#161E8E

ზეთისხილი
#567B2A

ალისფერი
#7F2020

გიშერი
#100101
.jpeg)
შპალერების ბეჭდვა თბილისში
Canon Colorado M-სერიის ბეჭდვის მოწინავე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, თქვენი ხედვა 100-ზე მეტ პრემიუმ მედია ტიპზე გავაცოცხლოთ. ეს ინოვაციური UVgel ბეჭდვის ტექნოლოგია FLXfinish+ ფუნქციის დახმარებით უზრუნველყოფს როგორც მატ (მქრქალ), ისე პრიალა ზედაპირებს ერთ ბეჭდვაში, რაც ნამუშევარს განსაკუთრებულ სიღრმესა და ტექსტურას ანიჭებს.
დაბეჭდილი მასალა არის უსუნო, გამძლე და სრულად აკმაყოფილებს შიდა ჰაერის ხარისხის უმკაცრეს სტანდარტებს, მათ შორის GREENGUARD Gold-ისა და AgBB სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს სილამაზეს გარემოზე კომპრომისის გარეშე. თითოეული ნაწილი წარმოუდგენელი სიზუსტით სრულდება ჩვენი Neolt XY ქარხნული საჭრელის გამოყენებით, რომელიც შექმნილია 0.05 მმ სიზუსტისთვის, რაც უნაკლო კიდეებს და იდეალურ გასწორებას უზრუნველყოფს.
ჩვენი სერვისები
Kikala Factory-ში ჩვენი სპეციალიზაცია შპალერებს სცდება. ჩვენ სივრცეებს სიცოცხლეს ვმატებთ განსაცვიფრებელი ვიზუალური გადაწყვეტილებებით, რომლებიც დაიბეჭდა უახლესი თაობის UVgel ტექნოლოგიის გამოყენებით. აღმოაჩინეთ ჩვენი დამატებითი სერვისები, რომლებიც შექმნილია უდიდესი სიზუსტით და კრეატიულობით.











